გიორგი მგალობლიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ანტივაქსერებო ყველა ქვეყნისა შეერთდით, კი არადა მოიწიეთ აქეთ…
ნესბისმიერ თეორიას, იდეას თუ პროტესტს, სჭირდება მინიმალური არგუმენტირებული, ფაქტობრივი ცოდნა ან ამ ცოდნის პრაქტიკაში გააზრება და გამოხატვა… ამ შემთხვევაში, საუბარი გვაქვს პროტესტზე, (რომელსაც არსობრივად მეც ვიზიარებ) რომელიც ამ ექსპერიმენტალურ, საეჭვო ვაქცინას(ებს) ეხება… მე და ნებისმიერ ინდივიდს, გვაქვს უფლება, ჩვენი მოსაზრება და შეხედულება გვქონდეს ნებისმიერ საკითხზე, აბსოლუტურად საპირისპიროც კი თუნდაც აქსიომატურ ჭეშმარიტებებზე…მაგრამ, როცა ვიწყებთ რაიმე თემას, დავუპირისპიროთ ჩვენი აზრი, უნდა გვქონდეს ელემენტარული, მცირე ცოდნა მაინც…
რომ დააღებთ ზოგიერთები პირს და სადღაც ყურმოკრულ ან ზოგჯერ მართლაც რომ ფეიკ “ფაქტებით” და არასწორი ინტერპრეტაციით გაგებულ “არგუმენტებს” აჩეჩებთ საზოგადოებას, ამას უვიცობაც ქვია და მავნებლობაც… ზუსტად თქვენი უგნურებით ამარგინალებთ, ბევრ საჭირო და მართლაც გასათვალისწინებელ თემებს.. ხან ანტივაქსერობა რო შეტენეთ რობერტ გარის (რომელიც სულ სხვა რამეს ამბობს და დაგტროლეს თქვე საცოდავებო) ხან 3-4 წლის წინანდელი აქციების ფოტოები (სხვადასხვა ქვეყნის) რომ “ანტირეგულაციების” საპროტესტო გამოსვლებად რომ გამოაცხვეთ (თქვენდა უნებურად, უვიცობით) და ამათივე შემოგდებულ, გლობალისტების ფეიკ-ტროლინგს რომ გადაუმოწმებლად პოსტავთ და აზიარებთ, აი ესაა ძალიან ცუდი! ცუდი იმიტომ, რომ თემას აუფასურებს!
პ.ს. ნუ უწოდებთ სხვებს ბნელებს და ცხვრებს, ნუ ლანძღავთ და ამუნათებთ ხალხს, თორემ დიდი ნაწილი მართლაც უწიგნური და ბნელია თქვენსავე რიგებში, ეს გაითვალისწინეთ მაინც”
კომენტარები