ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩს BBC-სთან ინტერვიუს დროს, კითხვას, გაწირავდა თუ არა ისეთ შეჯიბრებებში მონაწილეობას, როგორიცაა უიმბლდონი და საფრანგეთის ღია პირველობა ვაქცინაზე მისი პოზიციის გამო, ასე პასუხობს:
“დიახ, ეს არის ფასი, რომლის გადახდაც მე მზად ვარ, რადგან ჩემს სხეულზე გადაწყვეტილების მიღების პრინციპები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ტიტული. ვცდილობ ვიყო ჩემს სხეულთან შეძლებისდაგვარად ჰარმონიაში. მე არასდროს ვყოფილვარ ვაქცინების წინააღმდეგი, ბავშვობაში ყველა აცრა გაკეთებული მაქვს, მაგრამ ყოველთვის მხარს ვუჭერდი თავისუფლებას, უნდა შეგეძლოს აირჩიო რას უშვებ შენ სხეულში”.
კომენტარები