ფოტო – Mo Se
ფილოსოფოსი, ლევან ღამბაშიძე:
არსებობს ასეთი მოკლე მოთხრობა, რომელსაც ჰემინგუეის მიაწერენ:
“იყიდება: ბავშვის ფეხსაცმელი. უხმარი.”ეს უმოკლესი წინადადება არის მთელი ჯოჯოხეთური ამბავი, რომელიც მის მიღმა დგას და რომელიც თავზარს გცემს, თუკი ოდნავ მაინც გული და სული გაქვს შერჩენილი.დღეს ივანიშვილის რეჟიმმა ახალი საშინელებათა ჟანრის მოთხრობა დაწერა:
“ანწუხელიძე უკვდავია. ამ წინადადების თქმისთვის საქართველოში გოგო დაიჭირეს.”…
გახსოვთ აქციებზე ჯალათი პოლიციელები და გდდშნიკები რო ტიროდნენ, რამე რო იყოს, თქვენ აქ დარჩებით და მე ომში მომიწევს წასვლაო?დღეს ქართველმა პოლიციელებმა დაიჭირეს გოგო პლაკატისთვის, რომელზეც ეწერა “ანწუხელიძე უკვდავია”.ანწუხელიძეა მათთვის მთავარი პრობლემა, ვინაიდან ზუსტად მის ფონზე ანათებს ამათი ლაჩრობა და ღალატი ყველაზე მკაფიოდ.
სხვა შემთხვევაში, პოლიციელს ასეთი რამის გაკეთებისკენ ხელი როგორ უნდა მოგიბრუნდეს?

კომენტარები