რეჟისორი გოგა ხაინდრავა ,,იმედის” ეთერში აცხადებს:
„გენერლებმა დღე ნახევარში მოკურცხლეს ომიდან და ჯარისკაცები იქ დარჩნენ. არც ერთი გენერალი არ მომკვდარა, არც ერთი ოფიცერი არ მომკვდარა, ჯარისკაცები დაიღუპნენ, ვინც დარჩნენ იქ ბოლომდე. ანწუხელიძეს სახელს როგორ ახსენებენ ეს უთავმოყვარეოები. წამებისთვის გასწირეს ბიჭები. დაუტოვეს ამ კაციჭამიებს უპატრონოდ, უკავშიროდ, დახმარების გარეშე. რატომ ეყარა გვამები ქართველი ჯარისკაცების, იმიტომ, რომ გენერლები გაიქცნენ. გორში აღარ იყო აღარავინ, არა თუ ცხინვალის რეგიონში. მათ კისერზეა ანწუხელიძის წამება და კიდევ ბევრი სხვა რამ, რაც მომავალში გახდება ცნობილი. ამ კომისიის საწინდარი სწორედ ისაა, რომ ქართულმა საზოგადოებამ ყველაფერი გაიგოს.
აგვისტოს ომის დროს მიხეილ სააკაშვილი ორ მხარის ინტერესებს ემსახურებოდა, ეს იყო ამერიკა და რუსეთი. საბოლოო ჯამში წააგო მხოლოდ საქართველომ“
კომენტარები