სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, გადაცემაში რეაქცია, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობს.
ინგა გრიგოლია:
–თქვენ იცნობთ ნიკა გვარამიას საქმეს, ცოტა გასაოცარია ჩემთვის, როცა მეუბნებით, მე ამას ვერ ვიტყვი, ნიკა გვარამიას საქმეს ხომ იცნობთ? როგორ შეიძლება ნიკა გვარამიას საქმეს იცნობდეთ როგორც იურისტი, როგორც სახალხო დამცველი, როგორც ადამიანი და იქ თქვათ, რომ ნიკა გვარამია არ არის პოლიტპატიმარი.
ლევან იოსელიანი:
–ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, წინა სახალხო დამცველს აქვს თავისი დასკვნა გამოხატული, პოზიცია გადმოცემულია და მე ამ დასკვნას ვიღებ და ამ დასკვნას ვეთანხმები.
ინგა გრიგოლია:
–წეღან სააკაშვილზე რომ გეკითხებოდით… ჩვენ ჟურნალისტზე, ნატო გოგელიაზე თავდამსხმელი, გამოუშვეს ავადმყოფობის მიზეზებით, ადამიანი, რომელიც მარტის აქციების შემდეგ, რადიკალების აქციების მონაწილე იყო, ევროკავშირის დროშა ჩამოხია და დაწვა. ფიზიკური ანგარიშსწორება მოახდინა ჟურნალისტზე და ეს კაცი ავადააო და ამიტომ გამოუშვეს და სააკაშვილის, ქვეყნის მესამე პრეზიდნეტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის თუ არა იმის საფუძველი, რომ შესრულდეს რეკომენდაციები თუნდაც, საერთაშორისო ტრიბუნიდან გავრელებული, ჰუმანიტარული მისიით მისი გადაყვანა უცხოეთში, რასაც არ აკეთებს ხელისუფლება, აქ ალბათ, სახალხო დამცველის აქტიური ბრძოლა იქნება საჭირო. მხარეების თანხმობაო, რომ თქვით, პირდაპირ გეტყვით ხელისუფლების თანხმობა არ იქნება და ამიტომ, ცოტა ბუნდოვანი იყო თქვენი პასუხი, თუ არ იქნება იმათი თანხმობა, ანუ დავწერთ დასკვნას და დავიშალეთ? თუ როგორ ხდება?
ლევან იოსელიანი:
–კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სახალხო დამცველს აქვს მანდატი, რომელიც არის რაღაც ჩარჩოში მოქცეული, მას არ შეუძლია ყველაფერზე კომენტარის გაკეთება, ყველაფრის შეფასება, არ აქვს ბერკეტი, რომ ყველა საკითხი გადაწყვიტოს, ეს ძალიან მარტივი ამბავია. უნდა გამოვიყენოთ ევროპული მიდგომა, ყოფილი პრეზიდენტები იქნებიან თუ ლიდერები, მათ მიმართ ყველაზე მძიმე ზომა, პატიმრობა, არ არის ყოველთვის გამოყენებული და პრაქტიკა არის, რომ სხვა ფორმები უფროა გამოყენებული, შინაპატიმრობა, თუ სამაჯური… ვისურვებდი, ჩვენ ქვეყანაშიც ასეთი მიდგომები იყოს.
“მგონი, ყველანი კარგად ხვდებით, რომ ეს საკითხი არის, ხელისუფლების მხრიდან გადასაწყვეტი” – იოსელიანი
კომენტარები