თუ ცოცხალი იყო, ის იმ მდგომარეობაში აპარატზე მაინც უნდა ყოფილიყო შეერთებული, საწოლზეც კი არ იწვა – ლევან რატიანის განცხადებას გარდაცვლილი ექთნის ოჯახის წევრები ეხმაურებიან და ამტკიცებენ, რომ ბაქრაძე თბილისში გადმოყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო:
“ჩვენი პოზიცია ისაა, რომ ადამიანი სამსახურში მივიდა ჯანმრთელი. მას ის ნემსი რომ არ გაეკეთებინა, ცოცხალი და ჯანმრთელი იქნებოდა დღესდღეობით. იქ მეუღლე რომ მივიდა და ნახა პირველ ეტაპზე, მას მარტო შლანგი ჰქონდა პირში, არ იყო აპარატზე შეერთებული და იყო გასიებული, თვალებამოყრილი.
თუ ცოცხალი იყო, ის იმ მდგომარეობაში აპარატზე მაინც უნდა ყოფილიყო შეერთებული, საწოლზეც კი არ იწვა. ვფიქრობთ, რომ იქ უკვე იმ მდგომარეობაში იყო, აღარ იყო თბილისში გადმოყვანა საჭირო. ალბათ რაღაც მიზნებისთვის წამოიყვანეს, რისთვის არ ვიცი”,-ამბობს ტარიელ ბაქრაძე.
კომენტარები