ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.
თოფურიძის მიერ თანამდებობის დატოვების ოფიციალური მიზეზი ფორმალური იყო, რეალური კი – კლანურობა, კორუფცია და “ატკატები”, რაზეც მერიის მოქმედი თანამშრომლები და ქართული ოცნების მხარდამჭერებიც ალაპარაკდნენ.
“გზა მშვიდობისა აფერისტ და კორუფციონერ მერს. მერს, რომელიც იმ დონეზე დაეცა რომ გუბერნატორს აიპის თანამშრომლებზე გაცემული პრემიებიდან მიღებული ატკატებით მასპინძლობდა” – ეს ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადება არ გეგონოთ.
ეს სიტყვები ქართული ოცნების მხარდამჭერს, ხარაგაულის მერიის აიპის მოქმედ თანამშრომელს, დასუფთავება-კეთილმოწყობის სამსახურის იურისტს, ზვიად ორჯონიკიძეს ეკუთვნის.
მან, ხარაგაულის მერის გადადგომის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა და ფაქტობრივად, ნიკოლოზ თოფურიძე არაერთ სისხლის სამართლის დანაშაულში ამხილა.
ხარაგაულოს მერიის თანამშრომელმა თავის პოსტში კონკრეტული ფაქტები დაასახელა და შეიძლება ითქვას რომ აწ უკვე ყოფილი მერის მხილებით უნებურად გააშიშვლა როგორც ქართული ოცნება, ისე მთლიანად ხელისუფლება.
“ადამიანი, რომელსაც ხარაგაულში, საკუთარი კეთილდღეობის მეტი არაფერი უკეთებია”.
“ადამიანი, რომელსაც ხარაგაული ბაბუის დანატოვარი დუქანი ეგონა” – ეს იმ პოსტიდან ამონარიდებია, რომელიც ხარაგაულის მერიის აიპის მოქმედმა თანამშრომელმა და ქართული ოცნების მხარდამჭერმა ზვიად ორჯონიკიძემ ნიკოლოზ თოფურიძის გადადგომის შემდეგ დაწერა.
ორჯონიკიძემ, მოგვიანებით, ეს პოსტი თავად წაშალა.
მიუხედავად ამისა, მან, ხარაგაულის მერის კორუფციაში დადანაშაულებითა და “ატკატების” თემის გაჟღერებით ამხილა არა მხოლოდ თოფურიძე, არამედ, მაგალითად, გუბერნატორიც.
თუმცა, პრესა.ჯიმ ხარაგაულის მერიის აიპის მოქმედი თანამშრომლის და ქართული ოცნების მხარდამჭერის პოსტის “სქრინი” მოიპოვა.
ეს არის ერთგვარი დოკუმენტი, რომელიც იმაზე მიუთუთებს რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სადაც ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაწილი სიღარიბის ზღვარზეა, ადგილობრივი ხელისუფლება ზრუნავს არა ამომრჩეველზე, არამედ, თავის ჯიბესა და ხალხის ფულის მითვისებაზე.
ეს არის ერთგვარი დოკუმენტი, საიდანაც ჩანს რომ ხარაგაულის მერიასა თუ აიპებში დასაქმებულებს ხელფასიდან წილს, “ატკატებს” სთხოვენ, რათა მერმა და გუბერნატორმა ხალხის ფულით “იგრიალოს”.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ხარაგაულის მერიის მოქმედი თანამშრომლისა და ქართული ოცნების მხარდამჭერის ამ პოსტში გაჟღერებული ფაქტების გამო, გამოძიება ფორმალურადაც კი არ დაწყებულა.
შესაბამისად, დაკითხვაზე არც ზვიად ორჯონიკიძე დაუბარებიათ – დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით.
P.S: ვიმედოვნებთ რომ ზვიად ორჯონიკიძეს, რომელმაც გაბედა და კორუფციაში ამხილა ხარაგაულის მერი, ფეისბუქ პოსტის გამო სამსახურიდან არ გაუშვებენ, მოულოდნელად “შემცირებაში” არ მოაყოლებენ და მასზე ზეწოლა არ განხორციელდება.
პრესა.ჯი
კომენტარები