დღეს დილის საათებში ფოთში, ჯართის გადამამუშავებელ ქარხანაში კარბიდის ავზი აფეთქდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ძლიერმა წნევამ დააზიანა ქარხანასთან ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსის კედლები და ჭერი. კორპუსში 13 ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც დიდი ხანია გასახლებას ითხოვენ ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში ცხოვრების გამო. როგორც მოსახლეობა ამბობს, შემოწმების შედეგად, იქ მცხოვრებ ბავშვებს სისხლში, რკინის მაღალი შემცველობა აღმოაჩნდათ.
აფეთქების შედეგად დაზიანდა ასევე ქარხნის ერთი ღუმელიც.
სოციალურ გვერდზე ” ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის” გავრცელდა ვიდეოკადრები ადგილიდან :
კომენტარები