ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
რუსული მედიის ინფორმაციით, ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა და აქციის მონაწილეეებმა სატვირთო მანქანით შეანგრიეს ჯებირები.
ე.წ. პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, რომლებიც „კანონპროექტის“ რატიფიკაციას ეწინააღმდეგებიან, დაშლას არ აპირებენ და მოითხოვენ, სხდომა ჩატარდეს და ე.წ. დეპუტატებმა „კანონპროექტის“ წინააღმდეგ მისცენ ხმა.
საპროტესტო ტალღა სოხუმში სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. პარლამენტმა მიიღო კანონი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“, რომელიც რუსეთთან ინვესტიციების შესახებ ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების ზოგიერთ კონცეფციას არეგულირებს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საუბარია აფხაზეთში ბინების რუსეთისთვის მიყიდვაზე და დოკუმენტის რატიფიცირებას ეწინააღმდეგება. ამასთან, 11 ნოემბერს საღამოს ე.წ. პარლამენტის წევრთან შეხლა-შემოხლაში მონაწილეობის შემდეგ აფხაზეთის „ოპოზიციის“ ხუთი აქტივისტი დააკავეს, თუმცა ხუთი დაკავებულიდან საქმის საქმე დაიხურა.
12 ნოემბერს, გვიან ღამით ოპოზიციის მხარდამჭერებმა გუმისთას და კოდორის ხიდები გადაკეტეს. ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, „უშიშროების საბჭოს“ საგანგებო სხდომა გამართა. ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ დამატებითი სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს ოკუპირებულ სოხუმში.
კომენტარები