მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,აფხაზებმა მთელი საქართველოს საქმე გააკეთეს რუსების კოლონიზატორული კანონის დაბლოკვით.
რუსები პირველ რიგში დაცარიელებულ გალში, ოჩამჩირეში და გულრიფში აპირებდნენ ჩასახლებას.
თუმცა აფხაზების გამარჯვებაში არის ერთი საფრთხე – თავისი წარმატებული ბრძოლით დასავლეთის სიმპათია მოიპოვონ და ეს უბრალოდ გვავალდებულებს, ჩვენი ბრძოლა დანარჩენ საქართველოში მივიყვანოთ გამარჯვებამდე.
წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ დემოკრატიულმა სამყარომ საქართველოს მთლიანობაში ზურგი შეაქციოს და მისი სიმპათიები აფხაზების მიმართ გადაიხაროს, თუნდაც ეს არ გვიტოვებს უკანდახევის შანსს.”
კომენტარები