ფეისბუქ გვერდი „აფხაზური ამბები“ წერილს ავრცელებს:
გამარჯობა. მე ვარ თამუნა -აფხაზეთიდან. ჩემს მეუღლეს აქვს ღვიძლის სერიოზული პრობლემები.
თბილისში უნდა წავსულიყავით, ჯერ გამოკვლევებზე და შემდეგ უკვე ოპერაცია უნდა გაეკეთებინა. მოვუყევი ჩემი გულის ტკივილი ენგურზე მყოფ მესაზღვრეებს და მათ მოგვცეს უდლება, რომ გადავსულიყავით კონტროლირებად ტერიტორიაზე. გახარებულები გავუდექით გზას.
ენგურის ხიდთან გვხვდება ქართული პოლიცია, გვეუბნება რომ კარანტინში უნდა გადაგვიყვანონ, ავუხსენი სიტუაცია, მაგრამ მაინც მივყავდით. ოპერაცია დანიშნული არ გვქონდა და ამ საბუთს ვერ ვანახებდი. მეუღლე ფიზიკურად ძალიან ცუდად იყო და 5 დღე ვერ გავძლებდით კარანტინში. ძალიან ბევრი რამ ავუხსენით, შევეხვეწეთ მაგრამ მაინც უარი მივიღეთ. მინდოდა მედიის გამოძახება მაგრამ ჩავთვალე რომ ვერაფერს გავხდებოდი. მოგვიწია ისევ გალში დაბრუნება.
მეორე დღეს წავედით შავი გზით, იმისთვის რომ კარანტინში არ ვყოფილიყავით 5 დღე და შედარებით უფრო ადრე დავბრუნებულიყავი სახლში, და რაც მთავარია მეუღლისთვის რომ გაგეწია დროულად სამედიცინო დახმარება.
ეს არის ის რეალობა რაშიც გვიწევს ცხოვრება. აფხაზებმა ჩვენი პრობლემები მოისმინეს, ხოლო ქართველებმა არა!
კომენტარები