ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“დღეს სასამართლოში დისტანციურად იკითხება მოწმე
მოსამართლე – მერაბ ჯორბენაძე მოწმეს: სად იმყოფებით?
მოწმე: აფხაზეთში. შემიძლია შეგახედოთ გარემოს დასტურად.
მოსამართლე: არა, თქვენ არ იმყოფებით აფხაზეთში და გთხოვთ, დააზუსტეთ.
მოწმე: როგორ, მე ფიზიკურად აფხაზეთში ვარ..
მოსამართლე: კარგად მომისმინეთ, გიმეორებთ ბოლოჯერ. ნუ ამახინჯებთ ფაქტებს და აღარ გაიმეოროთ იგივე. თქვენ საქართველოში ხართ.
მოწმე კვლავ გაოცებული აგრძელებს მტკიცებით საუბარს ადგილსამყოფელის შესახებ.
მოსამართლე გაბრაზდა: აფხაზეთი საქართველოა გახსოვდეთ ეს კარგად და არ გაბედოთ გაიმეოროთ კვლავ საპირისპირო!
მოწმემ უხერხულად ჩაიღიმა და სასამართლოს დაეთანხმა…
თითქოს უმნიშვნელო და ჩვეულებრივი, ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი სიამაყის განცდა. მოსამართლე – მერაბ ჯორბენაძე”
კომენტარებში წერენ:
“თუმცა აფხაზეთი ისედაც საქართველოა, მოწმეს არ უთქვამს საქართველოში არ ვარ აფხაზეთში ვარო”
კომენტარები