ენგურის ხიდი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, წუხელ საღამოს ჩაიკეტა. ამ დროისთვის შეზღუდვა არ მოქმედებს მხოლოდ ენგურჰესის იმ თანამშრომლებზე, რომლებიც ცვლაში მუშაობენ და ჰესის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ.
საქართველოს სხვა მოქალაქეებისთვის კი, გადაადგილება 7 აპრილამდე შეზღუდულია.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მიზეზით დე ფაქტო ხელისუფლებამ შეზღუდვა ორი კვირის წინ დააწესა.
კომენტარები