პარლამენტარი ალეკო ელისაშვილი:
„შინდისის გმირებზე ფილმს თუ არ ჩავთვლით ბოლო ათწლეულების ქართული ფილმები სულ ნარკომანებზეა და ნარკომანიაზე. ჰეროიკულ-კაცურ-სენტიმენტალური შტრიხები რომ გასდევს ამ ფილმებს თან, ნარკამანობა რომ კაი ტიპობაა თან ((( ჰოდა, ძვირფასო სცენარისტებო, რეჟისორებო და კინოს ხალხო მოკლედ – არჩილ ხოფერია და მისი ძმა თავდაუზოგავად იბრძოდნენ აფხაზეთშიც და ყველგანაც. აფხაზეთში ბრძოლაში დაეცა ორი ძმიდან ერთ-ერთი ჯამბულათ ხოფერია, მისი სახელი არჩილმა შვილს დაარქვა. წლების მერე, ანუ რამდენიმე დღის წინ პატარა ჯამბულათი – ჯაბა ბახმუტთან, უკრაინაში მოკლეს ბრძოლაში. მოუყევით ამ სამ ლომზე კადრებით, გადაიღეთ ფილმი თუ ფილმები ამ საოცარ მეომრებზე! დაუტოვეთ ეს გმირული ისტორია ჩვენ შვილებს! იზამთ, არ იზამთ თქვენი საქმეა, მარა მე ყველაფერს ვიზამ რომ ამ საოცარ ოჯახზე და ამ გმირებზე მთელი საქართველო ვლაპარაკობდეთ და მათ ჯეროვან პატივს მივაგებდეთ!
დიდება გმირებს!“
კომენტარები