პოლიტოლოგი, თორნიკე შარაშენიძე:
“სამი დღის წინ დავწერე რომ აფხაზეთთან მიმართებაში რაღაცეებზე (ელემენტარულზე მაინც) უნდა შევთანხმდეთ. და რომ ამისთვის საჭიროა ამ საკითხზე მშვიდი და საქმიანი მსჯელობა ისტერიკისა და იარლიყის მიკერების გარეშე.
მაგრამ აშკარაა რომ ეს ვერ მოხდება, რადგან ჯერჯერობით არ გამოდის მსჯელობა ისტერიკისა და იარლიყის მიკერების გარეშე. ზოგადად არ გამოდის, არა მხოლოდ აფხაზეთზე. არადა, დამოუკიდებლობის 30+ წელი ამისთვის წესით საკმარისი უნდა ყოფილიყო.ისე კი აფხაზეთზე უფრო დიდ პრობლემას აშკარად ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია წარმოადგენს. იქაური ბაზა ზედ თბილისზეა დამიზნებული და ჩვენი ერთადერთი ავტობანიდან ორ ნაბიჯშია.(ჰო, ამის გათვალისწინებით ცხინვალზე რომ თითქმის არ მიდის მსჯელობა ეს ცალკე დიაგნოზია).ჩენი პოზიცია იგივე რჩება: ნებისმიერი ხმამაღალი განცხადება ტერიტორიების ძალით დაბრუნებაზე აფხაზებს რუსეთისკენ უბიძგებს (იმის ნაცვლად რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ) და ზრდის აფხაზეთის (და მითუმეტეს ცხინვალის რეგიონის) საბოლოო, ფორმალური ანექსიის საფრთხეს. ყველა აქედან გამომდინარე (და, იმედია გასაგები) შედეგებით.
მაგრამ ახლა მე ვერ დავუშლი ვერავის (ბრძნული) აზრების გამოხატვას.”
კომენტარები