აფხაზური მედიის ცნობით, გაგრაში ხანძრის ცენტრები ლიკვიდირებულია, ხოლო ცალკეულ კერებზე ცეცხლი ლოკალიზებულია.
„ხანძარი ჯერ არ არის ჩაქრობილი, რადგან ეს არის ტყის ტერიტორია – დიდი ფართობი, მაგრამ საცხოვრებელ სექტორს არაფერი ემუქრება. წვიმა დიდად ვერ დაგვეხმარა, უბრალოდ ოდნავ შეამცირა გავრცელების სიჩქარე”, – განაცხადა ე.წ. სახანძრო-სამაშველო განყოფილების შტაბის უფროსმა დავით ბგანბამ.
მისი თქმით, ხანძრის მასშტაბებზე საუბარი ამ ეტაპზე რთულია, თუმცა ის დაახლოებით 100 ჰექტარია.
კომენტარები