ჩერქეზული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელი საქართველოში ანდრო გაბისონია:
“ტანზანიაში (აფრიკა), ოქროს მოპოვება შეუძლია ყველას. იყიდე ნაკვეთი და მანდ ოქროა? არავინ არ გიშლის მის მოპოვებას, ის შენია. საგადასახადო როგორ მუშაობს ეხლა მანდ, გაინტერესებთ? ოქროს მოპოვება ხდება დამსხვრეული ქვებიდან. მას მოიპოვებენ შახტებში, აწყობენ ტომრებში, ამოაქვთ ზემოთ და ასაწყობებენ. ხოდა ის საგადასახადოც კვირაში ერთხელ მოდის, ითვლის ამ ტომრებს და მიაქვს 7% რაოდენობით, ტომრები და თვითონაც მოიპოვებს მაქედან. დანარჩენი 93% არის მეპატრონის. ეგაა სულ. ეხლა სხვა საინტერესო ნაწილი კიდე, მეპატრონე თავად არ მუშაობს. არსებობენ მზა ბრიგადები, მოდიან და გთავაზობენ მუშაობას, შესაბამისი წილით. მოკლედ, ყველა ბედნიერია მანდ, კრიმინალის გარდა, რომელიც მანდ სრულად განადგურებულია. ეგეც თქვენი აფრიკა. ცნობისათვის ტანზანია ოქროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომპოვებელია დღეს დღეობით.”
კომენტარები