გოგა ონიანი, რომელიც 10 ნოემბერს, სუს-თან მიმდინარე აქციაზე დააკავეს, წერილს ავრცელებს:
“ხელისუფლების მიერ ოპოზიციურად განწყობილი პირების, მათ შორის ჩემი უკანონო დაკავებები ცხადყოფს მათ აგონიაში ყოფნას და იმ ბოლო წუთებს, რომლებსაც ითვლიან, თუმცა უფრო მთავარია ის ინფორმაცია, რომელიც ძალიან სანდო წყაროსგან მივიღე.
აპირებენ ნიკა მელიასთვის პროვოკაციების მოწყობას და მის დაპატიმრებას. ფიქრობენ, რომ ამით შეაჩერებენ იმ მუხტს, ბრაზს და აქტივობებს, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.
მივმართავ ყველა აქტივისტს და უბრალოდ ქვეყნის პატრიოტს არ დაუშვათ ზემოაღნიშნული და გავაასმაგოთ მიხეილ სააკაშვილის და ქვეყნის მომავლის გადარჩენისთვის ბრძოლა. უახლოეს მომავალში შემოგიერთდებით”
კომენტარები