პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრებმა და პარლამენტარებმა ბექა ლილუაშვილმა და მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში ბრიფინგი გამართეს და უკანონო მიყურადების ფაქტებზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა და პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაში სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა მოითხოვეს.
ბექა ლილუაშვილმა მედიის შეკითხვას ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდგომ ალექსანდრე ხოჯევანიშვილის შესაძლო დაკავებაზეც უპასუხა და თქვა:
„როგორც აღვნიშნეთ, როგორც ჩანს მმართველი პარტიისთვის დღეს მთავარი და პრიორიტეტი არის ძალაუფლების შენარჩუნება, შესაბამისად არ გამოვრიცხავთ არაფერს. მაშინ როდესაც, მათ შორის ბუტა რობაქიძის საქმეზე საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაზარალებულად მიჩნეული ბატონი ბართაია, ჩვენი მხარდამჭერი ციხეშია – არაფერი არაა გამორიცხული“
კომენტარები