ლევან ყურაშვილი:
აპრილის დასაწყისში, როცა უკვე ცხადი გახდა, რომ ვერანაირი “კიევს სამ დღეში ავიღებთ” ბლიცკრიგი ვეღარ გამოვიდოდა, რუსები იძულებულნი გახდნენ კიევის, ჩერნიჰივის და სუმის ოლქებიდან გასულიყვნენ.
მიუხედავად ბლიცკრიგის ჩავარდნისა, მშვიდობის სანაცვლოდ უკრაინა თანახმა იყო ნატოზე უარის თქმაზე და ნეიტრალურ სტატუსზე, დასავლეთის გარანტიებით.
სანაცვლოდ ითხოვდა 24 თებერვლის საზღვრებზე დაბრუნებას და ყირიმის საკითხზე 15 წლიან მოლაპარაკებას (თუ ძაან გააჩმახებდნენ რუსები, ყირიმის საკითხი ალბათ საერთოდ გაქრებოდა სამშვიდობო ხელშეკრულებიდან).
პუტინს ჰქონდა იდეალური მომენტი, ძირითადი გეგმის ჩავარდნის მიუხედავად, მიეღწია საჯაროდ გაცხადებული მიზნებისთვის.
ეთქვა, რომ დემილიტარიზაცია მოხდა, ნატოს საკითხი დახურულია, უკრაინა ნეიტრალურია, დონბასი დავიცავით.
მაგრამ არა, როგორც ყველა რეალობას მოწყვეტილ დიქტატორს ემართება, გაღორდა და ეგონა, რომ კიევთან ჩასვრა უბრალოდ მსუბუქი გაუგებრობა იყო და “ნამდვილ ომს ახლა დაიწყებდა.”
შედეგად, ომის მეშვიდე თვეს, რეგულარული ნაწილების საბრძოლო შესაძლებლობები განულებულია, ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე ჩამოშლის პირას არიან, არმიაში მორალი მინუსებშია და მისი ქვეყნის მოქალაქეები მათზე სამჯერ ღარიბი ქვეყნის საზღვართან იყინებიან ერთი ჩანთით, როგორმე იქეთ რომ გადააღწიონ.
ამას გარდა, უკრაინელების წინსვლა როგორმე რომ შეაჩეროს, იძულებულია ვინც ხელში მოხვდება, ყველა ფრონტზე გარეკოს, პლუს ატომური ბომბით დაიმუქროს იმის იმედით, რომ იქნება “უკროფაშისტებს” შეეშინდეთ და გაჩერდნენ.
многоходовшик хренов!
კომენტარები