საბერძნეთში უკვე მეორე კვირაა ძლიერი ხანძრებია. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ჩაერთო საბერძნეთის არმია.
ქვეყანას რუმინეთი, საფრანგეთი, ეგვიპტე, შვეიცარია და ესპანეთიც ეხმარება, თუმცა ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
კუნძულ ევიაზე მცხოვრები ქართველი ემიგრანტი “მთავარ არხთან” საუბრისას ამბობს, რომ ტერიტორიაზე დაახლოებით 500 ათასი ჰექტარი ტყის ფართობია დამწვარი.
მაკა ხვადაგიანის ინფორმაციით, საბერძნეთში 300 ათასი ქართველი ცხოვრობს, თუმცა საქართველოს მთავრობა მათ ამ დრომდე არ დაკავშირებია.
”ძალიან გვიჭირს, იწვის ერია, არკადია, ლაკონია. გვეხმარება მსოფლიო, ზოგი თვითმფრინავით, ზოგი ვერტმფრენით, ზოგი მეხანძრეებით, ზოგი სახანძრო მანქანებით. ევიაში 500 ათასი ჰექტარი ტყის ფართობია დამწვარი. ხალხის ევაკუაცია გუშინ წინ მოხდა. აფხაზეთის ომს თუ გადავურჩით, ღვთის წყალობით, აქაც გადავრჩებით, მაგრამ საქართველოს მთავრობა ყური არ გაანძრია. აქ 300 ათასი ქართველია”,- თქვა მაკა ხვადაგიანმა.
საბერძნეთში ძლიერი სიცხეებისა და ქარის გამო ცეცხლი სხვადასხვა ტერიტორიაზე გავრცელდა, დაიწვა ასობით ჰექტარი ტყის მასივი, სახლები და ობიექტები.
კომენტარები