,,დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, პარლამენტში შიმშილობა დაიწყო. მისი განმარტებით, სანამ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ის შიმშილობას არ შეწყვეტს.
მინდა, გავაკეთო საგანგებო განცხადება, მე არ წარმოვადგენ სააკაშვილის პარტიას, არც მისი ამომრჩეველი ვარ, მაგრამ რაც დღეს ხდება მისი პატიმრობის და ჯანმრთელობის საკთხთან დაკავშირებით, ეს არის სადისტური და ცინიკური შურისძიება საქართველოს მოქალაქის და პრეზიდენტის მიმართ. ეს საკითხი არის სახლემწიფო ინტერესების საკითხი.
მე გადავწყვიტე, აქ პარლამენტში, ამ შენობაში დავიწყო შიმშილობა, სანამ მას არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვები არ მოიხსნება – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
კომენტარები