ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
30 წლის წინ ხელისუფლებამ ვერ დაიცვა საკუთარი მოქალაქეები და აქცია ისინი დევნილებად თავის ქვეყანაში. ახლაც, საპროტესტო აქციების მიუხედავად, ცენტრალურმა ხელისუფლებამ ვერ გამონახა დრო და საერთო ენა დევნილებთან, ვერ შეძლო მოესმინა მათი პრობლემებისთვის. სამინისტრო, რომელიც დევნილთა საკითხებზე მუშაობდა, რამდენიმე წლის საერთოდ გაუქმდა, თითქოს უკვე მოგვარდა დევნილთა პრობლემები. ყრუ კედელი ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის იზრდება და ამ პოლიტიკას სამწუხაროდ ადამიანები ეწირებიან. საქართველოში დღეს 90 შენობაა მძიმე მდგომარეობაში, მათგან 71 სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველია. ამ შენობებში ათასობით დევნილი ცხოვრობს ღირსების შემლახავ პირობებში! გეტოები 21 საუკუნეში უნდა დასრულდეს!
დევნილებს ღირსეულ პირობებში უნდა უწევდეთ ცხოვრება! ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ დეჰუმანიზებულ პოლიტიკაზე, რასაც დევნილების გარიყვა და სისტემური დისკრიმინაცია სდევს.
სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს! იგი 22 წლის ასაკში გახდა დევნილი და ამდენი წელი კვლავ იტოვებდა იმედს, რომ სახელმწიფო გახდებოდა უფრო ჰუმანური დევნილებთან მიმართებით, ვინმე შეისმენდა მათ ხმას და გასაჭირს. სამწუხაროდ 30 წლის შემდეგაც კვლავ გრძელდება სოციალური პოლიტიკა, სადაც ადამიანები არიან დავიწყებულნი და საბოლოო ჯამში ეწირებიან ამ პოლიტიკას.
სოლიდარობა ყველა დევნილს!
აქ დევნილები ცხოვრობენ!
დაბა შაუმიანი
კომენტარები