14 ივნისს, წალკის კანიონის უნიკალური ეკოტურისტული სივრცე ვიზიტორებისთვის გაიხსნა.
დღეს, სოციალურ ქსელში, უამრავი ადამიანი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რა ღირს კანიონში „ბრილიანტის ხიდზე“ გასეირნება და მოუწევთ, თუ არა, ნამდვილი ბრილიანტების გაყიდვა კანიონების მოსანახულებლად.
სხვათა შორის, გახსნას დაესწრო პრემიერი ღარიბაშვილი, იმყოფებოდნენ მთავრობის სხვა “ბრილიანტებიც”, მინისტრები, დეპუტატები.
მთავრობის წევრებმა გვამცნეს, რომ მოხდა ბუნებრივი იერსახის შენარჩუნება, მეორე მხრივ კი, უნიკალური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, თუმცა, იმის თქმა დაავიწყდათ, რომ უბრალო მოკვდავნი, მომაკვდინებელი ხელფასებით, კანონით სიამოვნების მიღებას ვერ შეძლებენ და იძულებულნი გახდებიან, შორიდან უყურონ ტურისტებს, ქართველ ბიზნესმენებს, დეპუტატებს, მინისტრებს და მათ შვილებს.
რამდენ ადამიანს შეუძლია საქანელაში გადაიხადოს 80 ლარი? მაგალითად, რომელ პენსიონერს შეუძლია გადაუხადოს შვილიშვილს საქანელაში 80 ლარი, გადაიხადოს ხიდზე გავლის საფასური და ა.შ.? ა, ხო, კინაღამ დამავიწყდა, ქართველ პენსიონრებს კანიონებში, დასასვენებელ ადგილებში რა ესაქმებათ?
კონსულტანტები? ფარმაცევტები? პედაგოგები? იქნებ “სტაიანშიკები”? ან დამლაგებლები? – მაინც ვინ შეძლებს ოჯახი წაიყვანოს წალკის კანიონში?
გვეუბნებიან, ამ კანიონის პროექტის ინვესტიცია 120 მილიონი ლარი გახლავთო და უნდა გიხაროდეთ, რომ ბუნებრივი იერსახე შეუნარჩუნდაო – შეიძლებოდა, არც შენარჩუნებოდა? კარგი, შეუნარჩუნდა ეს ბუნებრივი სახე და როგორ შეგვიძლია ამ შენარჩუნებული ბუნებრივი იერსახის ნახვა? ან რა ფულია 120 მილიონი წალკის მართლაც ულამაზესი კანიონებისთვის?
ფასები, საქართველოს მოქალაქეებისთვის და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის განსხვავდება და ასე გამოიყურება:
“ბრილიანტის ხიდზე” გასეირნება:
3-12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან შესვლის ღირებულება 19 ლარს შეადგენს,
ამავე ასაკის უცხოელი ვიზიტორისთვის კი 34 ლარს,
საქართველოს მოქალაქეებისთვის 12-წელს ზემოთ, ხიდზე გასვლა 29 ლარი ღირს (ამჟამად მოქმედებეს 40%-იანი ფასდაკლება),
ხოლო უცხოელებისთვის – 49 ლარი.
რაც შეეხება დამატებით მომსახურებას, ბაიკლაინის მოყვარულებს 120 ლარის გადახდა მოუწევთ,
ერთ ადგილიანი საქანელა 80 ლარი ღირს, ხოლო 3-ადგილიანი – 150 ლარი.
სოციალურ ქსელში, ადამიანები წალკის კანიონის “ბრილიანტის ხიდის” და “ოქროს” საქანელას ფასებს ასე ეხმაურებიან:
ხიდზე გასვლა უფასო უნდა იყოს, ჩარჩებო
თუ შესვლა ფული ეღირებოდა, ვერც ვიფიქრებდი, მეუღლე და ბავშვები რომ წავიყვანო, მარტო შესვლა და ხიდიდან გადახედვა 100 ლარი დამიჯდება
120 მილიონად სამი ფაბრიკა და ხუთი ქარხანა აშენებულიყო არ ჯობდაა?
თუ ვიჯელტმენებთ და ჩვენ თავზე ავიღებთ დაპატიჟებას მეგობრების, ოჯახის წევრების ან უცხოელი სტუმრების სავარაუდოდ თირკმელის გაყიდვა მოგვიწევს, ორივესი
ხალხი ქვეყნიდან გარბის და ნეტა ვისთვის აშენებენ მილონიან ხიდებს? მაგ ფასად რამე აეშენებიათ და ხალხი დაესაქმებიათ უკეთესი არ იყო?
ჯერ საქართველო მოიარეო, საქართველოს ფული არა გვაქვს, ბატონო – დედა, მამა და 2 შვილი, მხოლოდ შესვლა 96 ლარი.
90 ლარად ათენის ბილეთი ვიყიდე შარშან წასვლა-წამოსვლის
ისე ილანძღებით თითქოს ყოველდღე აპირებთ წალკაში სიარულის, მანდ წასვლას თუ დაგეგმავ – არც ბენზინის ფული გექნება, არც ქანაობის, დაეტევი სადაც ხარ
აი 150 ლარის რა უნდა იქანაოს ადამიანმა, ან სამი ოჯახის წევრი რომ შევიდეს 90 ლარამდე უჯდება, ღორობაა
ვისაც ფული აქვს მხოლოდ მათი შვილები უნდა შევიდნენ? ან სამართლიანი იქნება ქართველმა ბავშვებმა უსახსრობის გამო რომ ვერ ნახონ?
ბიძგვინას აშენებული ციცინათელაც მასეა, 4 ლარი რომ ღირდა 8 ლარია ის ატრაქციონები და შესაბამისად ყველა ატრაქციონზე იგივე ფასებია. გულაობენ რუსები, სომხები, აზერბაიჯანლები, ქართველები ოპერატორებს ეხვეწებიან დამსვი ფული არ მაქო.
თვითმფრინავის ბილეთი იტალიაში სულ 80 ევრო დაგვიჯდა ორ ადამიანს, თან იქეთ აქეთ, ბარგიანად. რა უნდა გავქანდე ისე საქანელაზე 150 ლარი რომ ვიხადო, გაახალგაზრდავებული ჩამოვალ, თუ რაა? დედა სულ გარეკეს
ეეჰ, თირკმელს გავყიდი თქო ვიფიქრე მარა ვის რაში ჭირდება ჩემი კენჭიანი თირკმელი
ისე გააძვირეს ყველაფერი, ტურისტები რომ ჩამოდიან იძახიან ისრაელის ფასები გაქვთო და როგორ ცხოვრობთო? თუ ასე გააგრძელეს ფასების მატება აღარ ჩამოვა ტურისტი – წავა უფრო მოწესრიგებულ ქვეყანაში, იგივეს გადაუხდის და ბევრად უკეთეს სერვისსაც მიიღებს. საქართველოში სიაფის გამო მოდიოდნენ და ახლა იმხელა ფასებია, ისედაც ჩავარდა სეზონი….
აქ გაჭირვებული ადამიანი ვერ წაიყვანს ოჯახს…
კომენტარები