ათონელის რეზიდენციის წინ, სადაც სალომე ზურაბიშვილს აქციას უწყობენ მოთხოვნით, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, შეკრებილებთან პრეზიდენტი გავიდა და მიმართა:
“მე ძალიან მაინტერესებს მე მაქვს ჯერ კითხვები, აქ რომ მოვარდით, ვიღაცეების გავრცელებულ ჭორებზე, ვიღაცის გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს ის ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ჩემ შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს სად იყვნენ 2007-ში, სად იყვნენ როცა უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები, სად იყვნენ როცა ვიდექი ქუჩაში და სად იყვნენ, მე გეტყვით სად იყვნენ ისენი ვინც მესიჯბოქსებს ავრცელებენ დღეს, იყვნენ ან მიშას შტაბში, ან იყვნენ კარგად მოკალათებული სხვადასხვა თანამდებობებზე, ან იყვნენ “ქართუ ბანკში”, ისენი ვინც დღეს მესიჯბოქსით ავრცელებენ თურმე იციან მე რას გავაკეთებ, თურმე იციან როდის გავაკეთებ და თურმე იციან რატომ გავაკეთებ
მე მინდა კიდევ ერთი რამე გითხრათ, ვინ შეიწყალა, მე შევიწყალე მურუსიძე, ჩინჩალაძე, მე შევიწყალე?! თუ მე განვაწესე ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ ვერ მოხსნის მათ. ეს არა არის შეწყალება? და სადა ხართ, როდის გააპროტესტეთ? სად იყავით. ესენი არიან თავთავიანთ ადგილებზე სადაც არიან ” მიმართა შეკრებილებს ზურაბიშვილმა.
„მთავარი არხი“
კომენტარები