ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა, საფრანგეთიდან ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
“აქ, უნდა ჩაიცვა პატარა, შავი კაბა და უბრალოდ ისუნთქო…
გერმანელი დრამატურგის პატრიკ ზიუსკინდის რომანის “სუმოს”( პარფიუმერი)
მოქმედების
ადგილი-გრასი.
საოცარი ქალაქი ფრანგულ პროვანსში, ალპები და თვალწარმტაცი ხედები
ნიცაზე, კანზე და
მოლივლივე ზურმუხტისფერი, ხმელთაშუა ზღვა…
Cõte d’Azur France
აქ შუა საუკუნეებში ტყავს აწარმოებდნენ, შესაბამისად ოდითგამვე ესთეტმა ფრანგებმა გადაწყვიტეს არცთუ სასიამოვნო სუნი, პერფიუმის სურნელით ჩაენაცვლათ…
..და გრასი გახდა მსოფლიო პარფიუმერიის მექა!
აქ შეგიძლიათ საკუთარი სუნამო შექმნათ!
Fragonard-ცნობილი პარფიუმერული ქარხანა,სიამოვნებით მოგიყვებათ მრავალსაუკუნოვან ისტორიას…
პატარა, კოხტა ქუჩებში გამოფენილია ნუგა და ყველი, განსაკუთრებული შოკოლადი, და მისი უდიდებულესობა ფრანგული ღვინო ცვრიანი ჭიქით, რომლებიც ყოველთვის ელიან გურმან სტუმრებს.
აქ პატივს სცემენ ისტორიას, აქ გენერალ დეგოლის სიტყვები ამოტვიფრულია მარმარილოს ფილაზე, რომელიც გულზე ადევთ ომებში თავგანწირულ ფრანგ ვაჟკაცებს.
აქ ყველა სახლს პატარა სარკმელი აქვს, სადაც ღვთისმშობლის ქანდაკებაა…
ასეთი დალოცვილია, ეს კურთხეული მხარე

მიყვარხარ საფრანგეთო









აქ სიყვარულია…





კომენტარები