ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
პუტინის საქმე რომ ძალიან ცუდად არის საიდან ჩანს კიდევ იცით?
ფართოდ აპიარებენ: `დაბა სოლიდარი აიღო არა არმიამ, არამედ პრიგოჟინის `კერძო (!) სამხედრო კომპანიამო`. (ЧВК “Вагнер” – “Музыканты”)
ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინის ომში სულ უფრო მეტ როლს ასრულებენ პარამილიტარისტული ჯგუფები, რომლებიც არმიის სტრუქტურაში არ შედიან.
არადაб ეს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ძალიან საშიში პროცესია.
ერთხელ პუტინს ჰკითხეს: `პრიგოჟინზე რას იტყვიო` და….. `თქვენ ხომ გყავთ ექსცენტრიული მილიარდერი სოროსი, რომელიც თავისი ფულით გეოპოლიტიკურ პროჟექტებს ახორციელებს? ჰოდა ასეთივე ვიზიონერია პრიგოჟინოცო`.
ანუ, `აქაურად` თუ ვიტყვით `თავის ჭიას ახარებსო`
მოიცათ, მოიცათ……სოროსს კერძო არმია კი არ შეუქმნია ამერიკაში!
პრიგიჟინის `ვიზიონერობა`, რამე რომ იყოს, შესაძლოა `სურეტიზაციაში` გადაიზარდოს:
ანუ სურეტ ჰუსეინოვი რომ იყო აზერბაიჯანელი საველე მეთაური (პრიგოჟინი პირადად მონაწილეობდა სოლიდარის ბრძოლებში და საკუთარ არმიას მეთაურობდა იქ-დ.) – პირველივე სერიოზული წარუმატებლობის შემდეგ მოატრიალა თავისი არმია ბაქოსკენ…..ჰოდა რა ვიცი….რა ვიცი……არც ერთი ნორმალური ხელისუფლება არაფრის დიდებით არ დაუშვებს ამგვარ მარაზმსა და `პარალელური არმიის` შექმნას!
ჰოდა აქედან ჩანს სწორედ, რომ ძალიან ცუდად აქვს ვოვას საქმე.
რუსეთში სამხედრო გადატრიალებათა და სამხედრო დიქტატურის ტრადიცია არ არსებობს (არ აგვერიოს სასახლის გადატრიალებებში არმიის მხარდაჭერით – ეს სხვაა) მაგრამ…….რა იცი რა ხდება?!
ფაქტია, 1943 წლის (კურსკის ბრძოლის) შემდეგ ასეთი დონის სახელმწიფოებრივი პრობლემა მოსკოვს აღარ ჰქონია.
ისე, სურეტ ჰუსეინოვმა რომ თავისი რაზმი შეატრიალა ბაქოსკენ და პრეზიდენტი ელჩიბეი გააქცია….სწორედ ამის შედეგად და შემდეგ მოვიდა ხელისუფლებაში ჰეიდარ ალიევი.
ასეთი სცენარი გვაწყობს ვითომ?
რთული თემაა.
დათო
კომენტარები