სამოქალაქო აქტივისტმა ბექა პაპაშვილმა ,,ქართული ოცნების” დეპუტატს, ბექა ოდიშარიას მონა და რუსი ეძახა. ინციდენტი დღეს საღამოს გორგასლის გამზირზე, სუპერმარკეტ ფრესკოში მოხდა, ვიდეომასალას აქტივისტი თავად ავრცელებს და წერს:
,,რუსი ოდიშარია შემხვდა ფრესკოში შემთხვევით…
ყველგან დაგხვდებათ თავისუფალი მოქალაქის წინააღმდეგობა ყოველთვის მოგკითხავთ პასუხს ქვეყნის გაყიდვისათვის…”
ვიდეომასალით ირკვევა რომ აქტივისტს, რომელიც პროტესტს გამოხატავდა, სავარუადოდ ბექა ოდიშარიას პირადი მცველი გაუსწორდა. ბექა პაპაშვილის თქმით მას ფიზიკურად გაუსწორდენენ და ტანსაცმელი შემოახიეს.
ბექა პაპაშვილი ,,მთავარ არხს” უყვება:
“ფრესკოში” ვიყავი, სადაც შემოვიდა ბექა ოდიშარია. ჩემი პოზიცია დავაფიქსირე და ვკითხე, რუსულ კანონზე ხელი რატომ მოაწერა. დაცვა ახლდა თან და დაცვა და ეგ ერთად მაყენებდნენ შეურაცხყოფას. გარეთ რომ გავედი, 3 კაცი დამესხა თავს. ერთ-ერთი როგორც ამბობდა, ბექა ოდიშარიას შვილია. მარტო ვიყავი, ძირს დამაგდეს და წიხლები მირტყეს. დაზიანებები ზურგის და თავის არეში მაქვს მიღებული”
კომენტარები