ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR ) აქტივისტისა და უფლებადამცველის, თათია დათაშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი და სიძულვილის შემცველი ენის გამოყენებას, მისი აქტივიზმისა და საქმიანობის გამო, ეხმაურება.
ორგანიზაციას მიაჩნია, რომ კერძო პირების მხრიდან აქტივისტებსა და უფლებადამცველებზე თავდასხმა წახალისებულია სახელმწიფოს მხრიდან, რაც გამომდინარეობს მსგავსი ქმედების დაუსჯელობის ტენდენციასა და სიძულვილის წამახალისებელი პოლიტიკიდან.
ასევე, PHR-ში ამბობენ, რომ სახელმწიფო პოლიტიკა, ერთმნიშვნელოვნად, არაა ორიენტირებული ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაცვაზე.
ორგანიზაციამ უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სწრაფი და ადეკვატური ზომების მიღება მოითხოვა. 2024 წლის 25 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აქტივისტ ქალს, თათია დათაშვილს გაუგზავნეს უკიდურესად შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეტყობინებება, მისი საქმიანობისა და სამოქალაქო პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირების გამო”, – წერია განცხადებაში.
კომენტარები