დაგვაკმაყოფილეთ ალტერნატიული ფართით, ან დაგვიბრუნეთ ძველი მიწები – აჭარის მთავრობის სახლთან სოციალურად დაუცველი, უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეები აქციას მართავენ და რეგიონის მთავრობის მეთაურთან, თორნიკე რიჟვაძესთან, შეხვედრას ითხოვენ.
აქციის მონაწილეთა თქმით, 3000-მდე ოჯახი უსახლკაროდაა დარჩენილი. ისინი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.
იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მათ ალტერნატიული ფართით არ დააკმაყოფილებს, აქციის მონაწილეები დეკემბრის დასაწყისში მასშტაბური აქციით იმუქრებიან.
კომენტარები