ევროსასამართლოს მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ჭყონდიდის განყენებული მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე “ტვ პირველთან” აფასებს და ამბობს:
“თეთრი შავზე ჩანს, რომ გიორგი მამალაძემ ეს პროცესი მოიგო. ფაქტობრივად, სამართლიანმა სასამართლომ მისი მხარე დაიჭირა. საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა 2017 წლიდანვე იცოდა, რომ ე.წ. ციანიდის საქმე შეკერილი იყო.
აღიარებს ევროპული სასამართლო, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა.
ყველაფერი უნდა გაკეთდეს, ულტიმატუმი უნდა წაუყენოს საზოგადოებამ, მეც მიმაჩნია, რომ ამაში მეც უნდა მივიღო მონაწილეობა, რომ რაღაც გონივრულ ვადაში თუ მამალაძეს არ გაათავისუფლებენ, რაღაც უკიდურესი ზომებია მისაღები, ეს იქნება პერმანენტული აქციების სახით საპატრიარქოსთან თუ მთავრობის ადმინისტრაციასთან, “ქართული ოცნების” ოფისთან თუ ასე შემდეგ”
კომენტარები