ჟურნალისტის კითხვას, აქვს თუ არა აზრი, უკრაინის თემაზე პუტინთან მოლაპარაკებას, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი ასე პასუხობს:
“ჩვენ მხარს ვუჭერთ დიპლომატიურ პროცესს, რომელიც უზრუნველყოფს ძალადობის შემცირებას და საბოლოოდ, დიალოგით და დიპლომატიით ამ საომარი მოქმედებების დასრულებას. ეს არის ის, რის ნახვაც გვსურს და ეს არის ის, რაც ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს სურთ რომ მოხდეს. ჩვენს უკრაინელს პარტნიორებს ყოველ ნაბიჯზე სურდათ რუსეთის მაღალჩინოსნებთან შეხვედრა, თუმცა, ვნახეთ, რომ ამ პროცესმა არსებითი შედეგი არ მოიტანა. არა ძალისხმევის ან სურვილის არქონის გამო უკრაინელი პარტნიორების მხრიდან, არამედ იმიტომ, რომ კრემლი დიპლომატიურ ინიციატივებში არასერიოზულობას იჩენს.”
კომენტარები