დეპუტატი რომან გოცირიძე “2020NEWS“-თან არ ადასტურებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ერთმანეთთან კონფლიქტი აქვთ.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი სააგენტოსთან აცხადებს, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გრიგოლ ვაშაძესა და მიხეილ სააკაშვილს ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ, სიმართლეს არ შეესაბამება.
“ფეისუბქმა“ კი გააუქმა სამთავრობო ტროლები, მაგრამ როგორც ჩანს, კიდევ დარჩნენ პატარ-პატარა წურბელები, რომლებიც რაღაც სისულელეებს იგონებენ. ინფორმაცია იმის შესახებ, თოთქოს ვაშაძესა და სააკაშვილს ერთმანეთთან კონფლიქტი აქვთ, აბსოლუტური სისულელეა“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, მედიაში გარცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ ვაშაძეს ერთამანეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ვაშაძე “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის პოსტს უახლოეს მომავალში დატოვებს.
კომენტარები