ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:
— არ აქვს ამ კაცს კარგი ფეხი
— 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების წინ ორბანი სპეციალურად ჩამოვიდა თბილისში ,რათა მიშასთვის და ნაცებისთვის მხარი დაეჭირა ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლაში
— ქუთაისის დაუსრულებელი აეროპორტის ოფიციალურ გახსნაში 27 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილთან ერთად უნგრეთის პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობდა, რომლის აზრითაც სააკაშვილის ხელისუფლება, თავისი ხალხის კეთილდღეობისა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის იღწვის, რის გამოც ვიქტორ ორბანმა სააკაშვილის მთავრობას პოლიტიკურად რთულ სიტუაციაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
თავის მხრივ სააკაშვილისთვის ორბანი „ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ვარსკვლავია“, ხოლო ორბანისთვის სააკაშვილი „გამორჩეული ლიდერი“. დაუმთავრებელი აეროპორტის გახსნისას სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლა რომ დაასრულა, ვიქტორ ორბანი ასე წარადგინა – „ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ვარსკვლავი, რაც არის, ვიქტორ ორბანი, ჩამოვიდა და ჩვენთან ერთად იზიარებს ამ სიხარულს“
— ორბანის მხარდაჭერის მიუხედავად – კი გახსოვთ რა ფიასკოთი დამთავრდა სააკაშვილისთვის 2012 წლის არჩევნები
— საინტერესოა დღეს თუ მოიკითხა ორბანმა მისი ძმაკაცი სააკაშვილი და დაინტერესდა თუ არა მისი ბედით
კომენტარები