ძაღლების სასტომრო „თბილი თათები“ სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„გაიცანით, ეს არის ხრუპი,
ხრუპის არ აქვს ცხვირი და პირის წინა ნაწილი, სავარაუდოდ მას პირში აუფეთქეს ასაფეთქებელი. ძალიან რთული მდგომარეობა გადალახა კარგი ადამიანების დახმარებით და ახლა ის ჩვენთან ბინადრობს

მოგიწოდებთ რომ არ გამოიყენოთ პიროტექნიკა – ფეიერვერკი და სხვადასხვა ასაფეთქებელი, რადგან სწორედ ამის გამო –






განსაკუთრებით როცა 31 დეკემბერს ღამით ათასობით და ათი ათასობით ადამიანი აფეთქებს ფოიერვერკს წარმოიდგინეთ რა სიმძიმის ზიანი ადგება გარემოს და ბუნებას, რომელიც თქვენ გაცოცხლებთ.
სულ რაღაც 1 საათში მიყენებული ზიანის გამოსწორებას ბუნება წლებს ანდომებს და ვინაიდან ეს ზიანი გამუდმებით მეორდება და ემატება, საბოლოოდ გამოსწორება ვერც ხერხდება 

თქვენ კავშირში ხართ ბუნებასთან, მიუხედავად იმისა გიფიქრიათ ამაზე თუ არა. ჩვენ ყველანი ბუნების შვილები ვართ და დღეს ორი არჩევანი გვაქვს – ან გავაგრძელებთ გზას რომელიც ზიანს აყენებს სასიცოცხლო გარემოს ან ავირჩევთ გზას რომელიც ჩვენს სასიცოცხლო გარემოს გააჯანსაღებს და გაგვაჯანსაღებს ჩვენ.
არჩევანი თქვენზეა, და მხოლოდ თქვენზე!
თუ გაუფრთხილდებით ბუნებას ის გაგიფრთხილდებათ თქვენ, თუ ზიანს მიაყენებთ ზიანი მოგადგებათ თქვენც და არამხოლოდ თქვენ, ყველა ადამიანს და ცხოველს.
დაუახლოვდით ბუნებას






კომენტარები