ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ახლა მთავრობაზე “თავდასხმის დრო არაა”.
გიორგი გახარია:
“მე მესმის მოქალაქეების აღშფოთების, მაგრამ მერწმუნეთ, რომ დღეს არ არის იმის დრო, რომ ვარკვიოთ ვინ რაშია დამნაშავე და ვისი ბრალია. დღეს არის იმის დრო რომ ყველამ ზედმიწევნით შევასრულოთ ელემენტარული წესები, იმისთვის, რომ ჩვენი ოჯახის წევრები დავიცვათ, იმისთვის რომ დავიცვათ ჩვენი ხანდაზმულები, ჩვენი ბავშვები. არ არის ახლა სწორი მთავრობაზე თავდასხმა და იმის გარკვევა, ვინ როდის, რა შეცდომა დაუშვა. ეს ცოტა მოგვიანებით შეიძლება გავაკეთოთ, მაშინ როდესაც ამ ძალიან მძიმე ეპიდემიოლოგიური კრიზისიდან გამოვალთ. ახლა ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე და ნებისმიერი თავშეყრის ადგილში, ღია სივრცეშიც კი პირბადის გარეშე საერთოდ, ყველანაირად ავერიდოთ”
კომენტარები