ჟურნალისტი ვიკა ბუკია:
,,თანამედროვე სამყაროს ყველაზე დიდი გამოწვევის დროს, რომელმაც პლანეტას ტალღებად გადაუარა და ჩვენ კი არა ლამის სუპერ სახელმწიფოები ჩამოაქცია – ჩვენი მინისტრი უცვლელად იყო ეკატერინე ტიკარაძე. არ არის საკვირველება ცოცხლები რომ ვართ საერთოდ? წილხვედრი ვართ აბა რა ვართ? აბა, რანაირად ვწერ ახლა ამ სტატუსს და ან თქვენ რანაირად კითხულობთ? სასწაულია.
ტიკარაძეზე სულ ის პარაგრაფები მახსენდება საქართველოს ისტორიიდან – ხან 8ჯერ, ხან 4ჯერ და ხან 56ჯერ რომ აოხრებდნენ საქართველოს და მაინც სხვა ქართველ ბავშვებთან ერთად რომ ვკითხულობდი ამ თავებს და ვფიქრობდი: “ჰოი, საოცრებავ, რანაირად დავიბადეთ საერთოდ? ასე წაიკითხავენ დღეს რაც ხდება იმ თავებს ჩვენი შვილიშვილებიც, გაოგნებულები”
კომენტარები