ამერიკელმა ექიმმა, ექსპერტმა ჯეიმს კობიმ უკვე დატოვა მიხეილ სააკაშვილის პალატა და კლინიკასთან მყოფ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:
“საჭიროა არაერთი გამოკვლევა, რომელთა პასუხები შედეგამდე მიგვიყვანს, თუკი ჩატარდება მოთხოვნების შესაბამისად. სააკაშვილს სჭირდება მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება, არის მარტივად გასაკეთებელი საკითხები რომელზეც, უნდა დავრწმუნდეთ, რომ გაკეთებული იქნება. არ არსებობს მიზეზი, რატომაც ის თავს უნდა გრძნობდეს ისე ცუდად, როგორ გრძნობს.”
გიორგი ჩალაძემ, რომელიც თარგმნიდა ამერიკელი ექიმის განცხადებას, განმარტა, რომ ფრაზა – “არ არსებობს მიზეზი, რატომაც ის თავს უნდა გრძნობდეს ისე ცუდად, როგორ გრძნობს”, მოიაზრებს იმას, რომ უნდა იქნეს გამოყენებული მეთოდები, რაც სიტუაციას გამოასწორებს.
კომენტარები