ჟურნალისტი გიორგი ლაღიძე 3 ივლისის აქციასთან დაკავშირებით წერს:
“რა ვიხილეთ გუშინ?
ლაშა ბუღაძის ყიყლიყოები, სხვა ყიყლიყოებიც
რატი ამაღლობელის ლექსზე შექმნილი პათეტიკური ვიდეო
სერბეთზე გადაღებული რაღაც დოკუმენტური ფილმი (დროის გასაყვანად)
გიორგი მშვენიერაძის წარუმატებელი ლიდერობა
იმედგაცურებული შოთა
და წყალში გადაყრილი ფული….
აფსუს, რა “ავტუბუზები” იქირავა “ლელო”-მ ხალხის ჩამოსაყვანად!!!
არ/ვერ ამართლებს ეს “ჩემი ცოლის დაქალები”-ს და “ფორმულა”-ს “სასტავი”…
ხომ ვამბობდი, პირველ დღეს იქნება ხალხმრავლობა და მერე დაიშლება თქო? – ნიშნის მოგებით კი არა ვამბობ, ასეთია რეალობა…
“ბაბლის” კორპორატიული ახირებებით რომ აპირებთ მთავრობის გადაგდებას…
P.S.- ევროკავშირიდან დარეკეს – “ამ მომენტისათვის აბონენტი მიუწვდომელიაო”.
The person you’ve have called, cannot the reach at this moment, please try again later.”
კომენტარები