სოციალურ ჯგუფში, მოგზაურთა კლუბი, პავლე მაკარიძე, წერს:
“2 დღის წინ გადმოვფრინდი თურქიშით, ორმა ქართველმა რომლებიც მიფრინავდნენ პოლონეთში, ბორტზე ტუალეტში მოსწიეს სიგარეტი და ორივე დააკავეს სტამბულში რომ ჩავფრინდით, სავარაუდოდ გადაახდევინებენ 5000 ევროს ჯარიმის სახით და გამოუშვებენ, გასაგებია რომ აქ მყოფების 99%-მა იცის ბორტზე ქცევის წესები მაგრამ გვყავს საახლობლოში, სამეგობროში, სანათესაოში ისეთი ხალხი რომლებიც პირველად მიფრინავენ და არ დაგვეზაროს და გავაფრთხილოთ ასეთი რაღაც რომ არ შეიძლება თორემ ეს ხალხი სამუშაოდ მიდიოდნენ პოლონეთში და მთელი წელი უნდა ეშრომათ 5000 ევრო რომ ეშოვნათ და ერთ სიგარეტის მოწევას გადააყოლეს, ამიტომ ჯობია ხალხი წინასწარ გავაფრთხილოთ რომ აღნიშნულის პრევენცია მოხდეს თორემ ზოგს ,,მარშუტკაში” ჰგონია თავი და ზოგს სკოლის ტუალეტში და ვერ აცნობიერებს ორტზე სიგარეტის მოწევა რას გამოიწვევს.”
კომენტარები