ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
გადაწყვეტილება ანაკლიის პორტის სახელმწიფოს მიერ აშენების შესახებ უეჭველად არის ამერიკელებთან `დახურულ კარს მიღმა` მოლაპარაკებებისა და სტრატეგიული კომპრომისის შედეგი.
ამერიკელებს ძალიან აშფოთებდათ, რომ ამ პორტით ისარგებლებდა აიათოლლათა ირანი. თანაც შავი ზღვის გავლით, რომელსაც, სპარსეთის ყურისაგან განსხვავებით, ამერიკელები სამწუხაროდ ვერ აკონტროლებენ.
შესაბამისად, თუ ანაკლია კერძო ხელში იქნებოდა, არ იყვნენ დარწმუნებულნი კონტროლის შესაძლებლობაში.
ამიტომაც არ აუნთეს `მწვანე შუქი` ინვესტორებს, ხოლო ვაშინგტონის `ვიზას` გარეშე არც ერთი ბანკი არანაირ არსებით ინვესტიციას არ განახორციელებს დედამიწის არც ერთ წერტილში.
ახლა, როდესაც ანაკლიას საქართველოს სახელმწიფო ააშენებს და სახელმწიფოს სრულ კონტროლს დაექვემდებარება, ამერიკელებს შეშფოთების საფუძველი მოეხსნათ. ყოველ შემთხვევაში, საქმე სახელმწიფოსთან ექნებათ.
არ დაიჯეროთ, რომ `ოცნების მთავრობა` გაბედავს ასეთ კლინჩში შესვლას ამერიკასთან.
რაც შეეხება ინვესტორებს, რაკი ვაშინგტონის `მწვანე შუქი` აინთო, ინვესტორი იმდენი გამოჩნდება, ბიუჯეტს განსაკუთრებული ტვირთი არც დააწვება.
მით უმეტეს იმ ფონზე, როცა უკრაინის ომმა მთლიანად შეცვალა ევრაზიის სატრანსპორტო რუკა და ნოვოროსიისკთან `ანაკლიის საწინააღმდეგოდ` აშენებული ღრმაწყლოვანი პორტი საცურაო აუზად თუ გამოადგებათ რუსებს.
დათო
კომენტარები