სოციალური ქსელის მომხმარებელი, მანანა მოლაშვილი, წერს:
“აღდგომიდან 2კვირაც გავიდა!გამოვიდნენ ეხლა ჩვენი კეთილის მსურველები, ლამის რომ ჩაგვქოლეს ეკლესიაში სიარულის და ზიარების გამო, ადამიანებთან დისტანცია უფალთან დისტანციაში რომ გადაუვიდათ! სადაა ეკლესიის კლასტერი?
ისე, სხვისი არ ვიცი და როგორც პირველი ზიარება, ასევე არ დამავიწყდება 2020 წლის სააღდგომო მარხვა, ვნების კვირაში ღვთის სახლში პატრულის თანამშრომლებთან ერთად დგომა, სურათების და ვიდეოების გადაღება სახარების კითხვის დროს, ქრისტეს ჯვარცმის წითელ პარასკევს, ღვთისმშობლის დატირების ლოცვის დროს პატრულის თვალთვალი და მამაოს გამოხედვა. იმ წუთებში თითქოს ჯვარცმული უფალი მოგვჩერებოდა და ჩვენც მისი ტკივილის გაორმაგებული გაზიარებით ვიყავით დანთქმულნი. ლოცვებიც თითქოს სხვა რაკურსით მესმოდა და ვგრძნობდი, ახლოს იყო უფალი! მადლობა ამ განცდისათვის უფალო!”
კომენტარები