ირმა კვიცარიძე ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის სხივური თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი
„საქართველოში უკვე პანდემიის ორი წილის თავზე, სამწუხაროდ ვერ დარეგულირდა ის სისტემა, რასაც ჰქვია რომელი პაციენტი უნდა იყოს ამბულატორიულ მკურნალობაზე და რომელი საჭიროებს სტაციონარში მოთავსებას. სამწუხაროდ რასაც ვაკვირდები, სიტუაციას ეს ჯერ კიდევ პიკი არ არის, ეს კარგა ხანს გაგრძელდება. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანებს აქვთ მცდარი მოლოდინი ვაქცინასთან დაკავშირებით, როდესაც ვაქცინაციის ოთახიდან გამოდიან ფიქრობენ, რომ ყველაფერი მორჩა.
არადა ადამიანს სრული იმუნიტეტი აქვს, როდესაც ვაქცინის მეორე დოზას გაიკეთებს, იქიდან 2 კვირის შემდეგ. ჩვენც დღეს ვაქცინირებულები ვატარებთ ნიღაბს დახურულ სივრცეებში და ხალხმრავალ ადგილებში. მე თუ ვარ აცრილი და დამემართება ვირუსი, მე ამ დაავადებას ისე გადავიტან, რომ ეს შეიძლება ვერც გავიგო, მაგრამ იმ ადამიანს, ვინც არ არის აცრილი, შესაძლოა, დაავადება ისე გაურთულდეს, რომ ის მოხვდეს კლინიკაში.
აცრილებშიც არის საშიშროება, რომ დაავადდეთ, მაგრამ ორგანიზმში ვირუსის ტიტრი არის იმდენად დაბალი, რომ გავრცელების საშიშროება არის ნაკლები, რაც შეეხება, აუცრელ ადამიანს, მათ ორგანიზმში ვირუსის ტიტრი არის მაღალი, რაც ლოგიკურად იწვევს ვირუსის გავრცელებას უფრო მეტად და მეტ ადამიანზე. ასევე, ნებისმიერი აცრილი, თუ აუცრელი ვიდრე არ დასრულდება პანდემია, ვიდრე ქვეყნის მოსახლეობის 70% არ იქნება აცრილი და ე.წ. „ჯოგური იმუნიტეტი“ არ შეიქმნება, უნდა დაიცვათ რეგულაციები სხვანაირად ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვალთ.
ასევე დაავადებული არა აცრილი ადამიანები იწვევენ სისტემის კოლაფსს, ეს აყენებს ექიმს ისეთი გადაწყვეტილების წინაშე, როგორიც არის „ტრიაჟი“ ანუ ვის უმკურნალოს და ვის არა, ამითაც გვავნებს ჩვენ ასეთი ადამიანები. ამ ეგოისტური დამოკიდებულებიდან უნდა გამოვიდეთ და ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. ჯანდაცვის ის სისტემა როგორიც საქართველოშია, ეს არ არის ბოლო 10 წლის მონაპოვარი, დამოუკიდებელი საქართველო რაც არსებობს, მის შემდეგ ინგრევა ეს სისტემა და ხელისუფლებას მიუძღვის ამაში წვლილი“
წყარო – PIA
კომენტარები