“ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი ბრაზილიის პრეზიდენტს და ბრაზილიის “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერს მიმართავს:
„დღეს მივმართეთ ბრაზილიის პრეზიდენტს, ბრაზილიის “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერს თხოვნით, რომ ვინაიდან საქართველოს დიქტატორი ოლიგარქი აპირებს ქონების გადაბარგებას ამ ქვეყანაში და შემდგომ იქ თავშესაფრის საძიებლად ოჯახის გამგზავრებას, არც ერთ შემთხვევაში ბრაზილიის სახელმწიფომ არ დაუშვას რაიმე პრეფერენციები კრიმინალ პერსონა და მის გარემოცვაზე, აკრძალოს ოლიგარქის ტრანზაქციები ბრაზილიის ბანკებსა და საფინანსო ინსტიტუტებში, არ დაუშვას ხალხისგან საქართველოსგან მოპარული ქონების დაკანონება და რეგისტრაცია ამ დიდი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს იუსტიციის ორგანოებში. იმ საშინელებას, რაც საქართველოს დაატყდა თავს, უნდა მოვერიოთ ერთად, ქართველი ხალხი და მსოფლიო დემოკრატიული თანამეგობრობა.
ალბათ, ყველას ახსოვს 2019 წელი, როდესაც ივანიშვილმა ბორჯომის გადამწვარი ხეობა დაიკიდა ფეხებზე, ხოლო მილიონები გადარიცხა ამაზონის ჯუნგლების აღდგენაში, სადაც ასევე ხანძრები იყო. მე მაშინვე მოგახსენებთ, რომ იგი ამზადებდა პლატფორმას გასაქცევად, ქონების გადამალვას ჩვენს მეგობარ ბრაზილიაში და დღეს ევროპულმა წამყვანმა გამოცემებმა აღნიშნული სრულიად დაადასტურეს”
კომენტარები