სვეტიცხოლის მოძღვარი მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც ის ძალიან ახალგაზრდაა, როგორც თვითონ ამბობს ამ დროს მე-10 კლასშია. ფოტო ერთ-ერთ მეზობელთან ერთდაა გადაღებული. მამა პეტრეს თქმით 90-იან წლებში ხალხს არაფერი გააჩნდათ ერთმანეთის გარდა და ეს ერთმანეთი კი იმდენად ბევრია, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.
“მეათე კლასში ვიყავი, როცა ეს ფოტო გადამიღეს. ჩემი მეზობელია, ლალი… ოღონდ ისეთი მეზობელი, ადრე რომ იყო, 90-იანებში, ბევრ შორეულ ნათესავს ასი თავით რომ სჯობდა… ეზო, სადაც ვსხედვართ, მამიდას ეკუთვნოდა. არ ჩანს, თორემ უკვე გადამწვარია მხედრიონელებისგან…
მართლა არაფერი გაგვაჩნდა, ერთმანეთის გარდა… ეს ერთმანეთი კი იმდენად ბევრი იყო, ყველა სიცარიელეს ავსებდა…
ის ადამიანები, ერთიმეორის მიყოლებით გაუდგნენ გზას, სახლის უკან, სასაფლაოსკენ, ვინც მეზობლობა, მეგობრობა, ერთგულება, ადამიანობა მასწავლა… გამოღმა მხარეს ცოტანი დავრჩით, ვისაც შეუძლია ბუხრის პირას ძველი ამბების მოყოლა… ბუხარიც ჩამოინგრა, ქოხიც აღარ არსებობს, მაგრამ ნაფუძარი უფრო ძვირფასია, ვიდრე კარგად გამართული სახლი…
კიბემდე იყოს ბალახი, მაგრამ არ დაუშვათ ის, რომ კიბეზეც ამოვიდეს და ძველი ნაფეხურები წაშალოს!…” – წერს პეტრე კოლხი.
კომენტარები