არქიტექტორი, ურბანისტი ირაკლი ჟვანია სოციალურ ქსელში წერს:
,,ძვირფასო მშობლებო?‼️‼️
სკოლა მალე დაიწყება და მინდა გთხოვოთ, დაჯექით თქვენს შვილთან 5 წუთით და აუხსენით, თუ სხვა ბავშვი ძალიან მაღალია, ძალიან დაბალი, პუტკუნა, გამხდარი, ხვეული თმა აქვს, სწორი ან წითელი, შავი, სხვა ფერის კანი და რაც არ უნდა მახასიათებელი იყოს, სასაცილო არ არის, და რომ თქვენ არ უნდა “იღადაოთ” ამაზე.
ცუდი არ არის ყოველდღე ერთი და იგივე ფეხსაცმლის ტარება. აუხსენით მათ, რომ ნახმარ ზურგჩანთას იგივე ოცნებები მოაქვს როგორც ახალს!
ასწავლეთ, რომ არავინ გარიყონ, იმის გამო, რომ “ისინი განსხვავებულები არიან” ან თუ მათ არ აქვთ იგივე შესაძლებლობები, რაც თქვენ.
ასწავლეთ, რომ არ დაამცირონ სხვები და ის, რაც სხვებს უყვართ,მათ სიყვარულს ვერ დაჩრდილავს.
აუხსენით მათ, რომ ცუდი ხუმრობები სამუდამოდ მტკივნეულია და რომ ისინი სკოლაში დადიან სასწავლებლად, სხვებს არ უნდა ატკინონ.
ასწავლეთ, როგორ იყვნენ , მზრუნველი და დამოუკიდებელნი.
ასწავლეთ, რომ იყვნენ ბავშვები, რომლებიც თავისით დგანან/სხედან/ჭამენ.
გააგებინეთ რა არის ეს
ძლიერი, მამაცი, კეთილი, გულისხმიერი, დამხმარე და შემძლე.
შეახსენეთ მათ, რომ ისინი მნიშვნელოვანია და რომ მათი ქცევით ისინი გავლენას მოახდენენ მსოფლიოზე.
კარგი სასწავლო წელი ყველასთვის, მაგრამ არ დავუშვათ, რომ სკოლა ზოგიერთი ბავშვისთვის კოშმარად იქცეს!! ✨♥️“
კომენტარები