ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი:
„ძალიან ემოციურია ეს დღეები ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, სამწუხაროდ და საუბედუროდ, ჩემნაირად განადგურებული ოჯახები სააკაშვილის და მისი რეჟიმის მიერ საკმაოდ ბევრია. ველოდებოდი, რომ ოდესღაც დადგებოდა სამართალი, თუმცა ძალიან დაიგვიანა სამართლიანობის აღდგენამ, რადგან მოხდა ეს და სააკაშვილი დღეს იმყოფება ციხეში, ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური.
პოლიციიდან დაწყებული ყველა სტრუქტურა ემსახურებოდა მიხეილ სააკაშვილის ბრძანებას, რათა ხალხი შეეშინებინათ. ჩემს შვილზეც იგივე გააკეთეს, გარდა იმისა, რომ არაფრის გამო ხელებაწეული ბავშვი მომიკლეს, ბანდიტის სახელიც დაარქვეს. საშინელება ჩაიდინა სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა და დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერზე აგებინებენ პასუხს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ძალოვან სტრუქტურებს და პრემიერს, რომ თავიდან აგვაცილეს ის საშინელი პროვოკაცია, რასაც სააკაშვილი ამზადებდა. მე მინდა ხელისუფლებას მივმართო, რომ ეს კაცი უნდა იყოს ისე დასჯილი, რომ აღარ შეეძლოს არავითარი ბოროტების მოტანა ქვეყნისათვის.
სააკაშვილმა უნდა მოიხადოს სასჯელი! რა განთავისუფლება? ისე არ მოხდეს, რომ მართლა მთელი საქართველო გამოვიდეთ და არ დავუშვათ სააკაშვილის გარეთ გამოსვლა, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება და ის აგებს პასუხს თავის დანაშაულებზე“
კომენტარები