ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს:
“პარასკევს,11:00 საათზე საქალაქო სასამართლოში გაიმართება ჩემზე, ჩემს ოჯახზე თავდამსხმელთა სასამართლო პროცესი. მოსალოდნელია განაჩენის გამოცხადება. ყველა ლოგიკით, განაჩენი ივლისში უნდა ყოფილიყო, მაგრამ პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გადაწყვეტილების გამოცხდება აგვისტომდე მოიყვანა. ვფიქრობ, ეს შემთხვევით არ მომხდარა. ივლისში ჟურნალისტების მასობრივი ცემის ფონზე ვერ გამოუშვებდნენ დაკავებულებს. არ შევეგუები, რომ ამ საქმეზე დამნაშავეები არ დაისაჯონ. ხელისუფლებავ, არ გაბედოთ თავდამსხმელების გარეთ გამოშვება!
ამიტომ ვიკრიბებით დიღომში, საქალაქო სასამართლოსთან. ამ საქმეს არ მივიჩნევ მხოლოდ ჩემზე თავდასხმად. სწორედ ასეთ ფაქტების გამო დაუსჯელობამ მიიყვანა ქვეყანა 5 ივლისის ტრაგედიამდე და ლექსოს მკვლელობამდე. 11:00 საათიდან ჩემი კოლეგები, ჟურნალისტები სხვადასხვა მედიასაშუალებიდან, ვიქნებით საქალაქო სასამართლოსთან”, – წერს ვახო სანაია.
კომენტარები