გამომცემლობა “კალმოსანის” დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი, პრეზიდენტის სასახლეში, დევნილი ბავშვების მიღებას ეხმაურება და წერს:
“მე ხომ ვიცი, რამდენი ადამიანი გააუბედურეს, დააშინეს და იმსხვერპლეს კიდეც, ეს ხაშლამის კრუასანი რომ გაეპრეზიდენტებინათ… მე ხომ მიუღებლობა მაქვს, ასეთი უთავმოყვარეო კარიერისტების… მაგრამ ასეთ მონებსაც კი შეუძლიათ ჩემნაირი ხისთავიანი ჯიუტები შემოირიგონ, ასეთი, თუნდაც პოპულისტური ამბებით… სხვა პოლიტიკური ფიგურებიც თუ მიბაძავთ, ასეთ ამბებში პრეზიდენტად წოდებულს, იქნებ მართლა დაიწყოს შემორიგება, ხალხთან…
სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili კარგი ხარ, ბაბო <3 ასე გააგრძელე… გაეშვი პოლიტიკოსებს და ბავშვებს მიხედე, მოუფრთხილდი, იზრუნე მათზე და დამიჯერე, ჩემისთანა ხისთავიანებსაც კი შემოირიგებ, საპრეზიდენტო ვადის გასვლამდე… ყველას პრეზიდენტი ვერ იქნები, მაგრამ შეგიძლია ბავშვების პრეზიდენტი იყო, ეს ბევრად მნიშვნელოვანია და უამრავ ტალახსაც ჩამოგრეცხავს, რაც ბიძინამ დაგადო თავზე…
არ გაჩერდე, ბაბო, უფრო მეტი ბავშვი მიიჩვიე და უფრო მეტზე იზრუნე…
პირველი მადლობა, ჩემგან.”

კომენტარები