არ გაებათ მახეში! ელექტრონული სიგარეტი იწვევს დამოკიდებულებას და არ არის უსაფრთხო”, – ამ წარწერით აქვეყნებს ბანერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობა საქართველოში.
“არ მიეჯაჭვოთ ელექტრონულ სიგარეტს
ელექტრონული სიგარეტები წარმოდგენელია ათასობით მიმზიდველი გემოთი და შეცდომაში შემყვანი მტკიცებებით, რომელთა მიზანიც ბავშვებისა და მოზარდების მიჯაჭვულობის განვითარებაა” , – აცხადებენ ჯანმო-ში.
მანამდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ქვეყნები ელექტრონული სიგარეტის საფრთხის შესახებ გააფრთხილა და მათი მიმოქცევის შესახებ კანონმდებლობის გაძლიერება მოითხოვა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ელექტრონული სიგარეტები განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, რადგან ამის შემდეგ, ისინი, უმეტესად, ჩვეულებრივი სიგარეტის მოწევას იწყებენ.
სპეციალისტების თქმით, ელექტრონული სიგარეტის მოწევის გრძელვადიანი შედეგები უფრო მეტ კვლევას მოითხოვს. მაგრამ არსებული მონაცემების თანახმად, მისი მოწევა უარყოფით გავლენას ახდენს გულის მუშაობასა და სისხლის მიმოქცევაზე, ასევე პრობლემებს უქმნის ფილტვებსა და არტერიულ წნევას. ამასთან, ელექტრონული სიგარეტით მწეველი ნიკოტინის უფრო დიდი დოზას იღებს, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტის შემთხვევაში.
კომენტარები